ორმოცდღიანი ძებნა: სამტრედიაში დაკარგული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

© Sputnik / Shota Nozadzeპოლიციის ავტომობილი
პოლიციის ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების სამ წლამდე შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სამტრედიაში იპოვეს ახლგაზრდა მამაკაცის ცხედარი, რომელსაც თითქმის 40 დღის განმავლობაში ეძებდნენ, იუწყება ტელეარხი „რუსთავი 2“. 

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
რუსთავში წლინახევრის ბავშვი გარდაიცვალა

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული 32 წლის ალექსანდრე ნადირაძეა, რომელიც ნოემბრის ბოლოს დაიკარგა. მისი ტანსაცმელი მდინარე რიონის ნაპირზე იპოვეს და, შესაბამისად, ძებნის ოპერაციაში მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.

ახლა ექსპერტიზამ დაღუპულის იდენტიფიცირება ოფიციალურად უნდა მოახდინოს.

„37-ე დღეს ვიპოვეთ ალექსანდრე ნადირაძის ცხედარი. პირველადი მონაცემებით ირკვევა, რომ მდინარე რიონში შევიდა. ჯერ მისი ტანსაცმელი ვიპოვეთ“, — განაცხადა სამტრედიის მერიის წარმომადგენელმა შავლეგ თარგამაძემ.

გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების სამ წლამდე შეზღუდვას ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0