ხანძარი სვანეთში – მესტიაში სახლი დაიწვა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებულს კი მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.

თბილისი, 6 იანვარი – Sputnik. მესტიაში გამთენიისას საცხოვრებელი სახლი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივების თქმით, სახლი შიგნიდან ხის მასალით იყო მოპირკეთებული, რის გამოც ცეცხლი სწრაფად მოედო და შენობის გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი ქობულეთში: სოციალურად დაუცველი შვიდკაციანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

თვითმხილველთა თქმით, ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ცეცხლი მეზობლის საცხოვრებელ სახლზეც გავრცელდა, თუმცა მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება და მეზობლის სახლის გადარჩენა შეძლეს.

ადგილზე მესტიის სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და მესტიის აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობდნენ.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაზარალებულს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.

ყველა ახალი ამბავი
0