თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ საჯავახოს მიმდებარედ, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ადგილობრივების ინფორმაციით, ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელსაც სოფელ საჯავახოში 30 ნოემბრის შემდეგ ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოები მდინარეზე მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკარგული მამაკაცის ტანსაცმელი მდინარის პირას იპოვეს. ის სავარაუდოდ მდინარეში გადახტა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.