პიროტექნიკით დაშავებულები და ინცინდენტები - 112-ში 124 ზარი შევიდა

© photo: Sputnik / Pavel Lisicyn / გადასვლა მედიაბანკშიპიროტექნიკის გაყიდვა
პიროტექნიკის გაყიდვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 დეკემბერს, ღამით ცენტრში საქართველოს მასშტაბით 51 შეტყობინება შევიდა, პირველ იანვარს, 14:00 საათამდე კი კიდევ 73 შეტყობინება

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ახალი წლის ღამეს და 1 იანვრის დღის საათებში პიროტექნიკასთან დაკავშირებით სულ 124 ზარი შევიდა, იუწყება საზოგადოებრივ მაუწყებლის პირველი არხი.

31 დეკემბერს, ღამით ცენტრში საქართველოს მასშტაბით 51 შეტყობინება შევიდა, პირველ იანვარს, 14:00 საათამდე კი კიდევ 73 შეტყობინება.

ქირურგიული ოპერაცია - Sputnik საქართველო
ფრთხილად, პიროტექნიკა! ახალი წლის ღამით შვიდ ბავშვს ოპერაცია დასჭირდა

აღნიშნული შეტყობინებები ეხებოდა როგორც პიროტექნიკით დაშავებულებს, ასევე პიროტექნიკის გამოყენების შედეგად გამოწვეულ სხვადასხვა ინციდენტს.

1 იანვრის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, იაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა. შვიდ მათგანს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და მკურნალობას განაგრძობენ. თითების ამპუტაცია დასჭირდა ერთ მცირეწლოვანს.

წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამ პერიოდში ქართული ბაზარი სავსეა უამრავი სახეობის პიროტექნიკით, მისი რეალიზაციის პროცესს კი არავინ აკონტროლებს.

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.

ყველა ახალი ამბავი
0