22:23 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (86)
231 0 0

ანა ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და სხვადასხვა სახის გამოკვლევა უტარდება.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სამკურნალოდ სტამბოლის კლინიკაში გადაიყვანეს, იუწყება პირველი არხი გამსახურდიას მეუღლეზე, ანა ჯაბაურზე დაყრდნობით.

ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს, საღამოს დაჭრეს. ოჯახის ვერსიით, როდესაც ცოტნე სახლიდან გავიდა, მას რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმე: ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი გათავისუფლდა >>

ჯაბაურის თქმით, საქართველოში თურქი ექიმები იმყოფებოდნენ, რომლებმაც გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს და თურქეთში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

ცოტნე გამსახურდია სტამბოლის ერთ-ერთ ამერიკულ კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.

ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა და სხვადასხვა სახის გამოკვლევა უტარდება.

„ცოტნე უკვე გადაყვანილია და მეც მივფრინავ ორ დღეში. სტამბოლშია ამერიკული კლინიკა, საკმაოდ კარგი. თურქი ექიმები იყვნენ მოსულები, შეაფასეს მდგომარეობა და დღის პირველ ნახევარში გადაიყვანეს. მისი მდგომარება ახლა სტაბილურად მძიმეა, იგივენაირად შეაფასეს, როგორც აფასებდნენ აქ. არანაირი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ჯერჯერობით საჭირო არ არის. ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარდება, სანამ მე ჩავალ პროგნოზები დამხვდება“, - განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდის არეშია დაჭრილი. მკერდის მარჯვენა ნაწილში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობებია, მარცხენა ფილტვის ზედა ნაწილში შემავალი ჭრილობები, მარცხენა ბეჭის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, თავისა და თხემის მიდამოში ოთხი ჭრილობაა. მისი ოპერაცია თითქმის შვიდი საათი გაგრძელდა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. მათ ბრალი წარედგინათ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით. მათგან ოთხს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა. მეხუთე პირი, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სოლოღაშვილმა პროცესზე აღიარა ბრალი და განაცხადა, რომ გამსახურდიას დანით ჭრილობები მას შემდეგ მიაყენა, რაც მან უმიზეზოდ დაარტყა. ამას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება სუფრასთან.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (86)

მთავარი თემები