პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო

© Sputnik / Shota Nozadzeხელისუფლებამ კარვები აიღო, რათა იქ საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟოს
ხელისუფლებამ კარვები აიღო, რათა იქ საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟოს - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერიამ პარლამენტის წინ საბავშვო ატრაქციონების დამონტაჟება დაიწყო მას შემდეგ, რაც პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების კარვები აიღო.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. პოლიციამ ღამით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტების კარვები აიღო, რომლებიც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ქვეყნის საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვენ.

© Sputnik / Shota Nozadzeხელისუფლებამ კარვები აიღო, რათა იქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟოს
პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო - Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ კარვები აიღო, რათა იქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟოს

სამოქალაქო აქტივისტების მხარდასაჭერად თბილისის ცენტრში ოპოზიციონერი ლიდერები შეიკრიბნენ. სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის, რომელიც ტერიტორიას წმენდდა, რამდენიმე შეტაკება მოხდა, დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მოძრაობის „სირცხვილია“ წევრი ნოდარ რუხაძე.

© Sputnik / Shota Nozadzeხელისუფლებამ კარვები აიღო, რათა იქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟოს
პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო - Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ კარვები აიღო, რათა იქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟოს

„ასე ულოცავთ მოსახლეობას ახალ წელს?!“ – მიმართა ხელისუფლებას პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ.

მერიის წარმომადგენლებმა კი პარლამენტის წინ ატრაქციონები მიიტანეს და დამონტაჟება დაიწყეს.

© Sputnik / Shota Nozadzeხელისუფლებამ კარვები აიღო, რათა იქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟოს
პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო - Sputnik საქართველო
ხელისუფლებამ კარვები აიღო, რათა იქ საახალწლო ატრაქციონები დაამონტაჟოს

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, აქტივისტები დღისით შეშისგან ნაძვის ხის დადგმას აპირებდნენ, ხოლო ტელეარხს პირდაპირი ეთერი უნდა ჩაერთო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან.

ყველა ახალი ამბავი
0