08:30 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
ნარკოდანაშაული საქართველოში (115)
48 0 0

დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა დეკემბრის თვეში ფონიჭალაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ექვსი ნარკორეალიზატორი დააკავეს, რომელთაც ბრალი ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებაში ედებათ, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას 68 შეკვრა "ჰეროინი", სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო", – აცხადებს შსს.

გარდა ამისა, ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში – პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 23 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 273-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული რვიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ამოღებულია: 31 ათასი აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 32 კილოგრამი „ჰეროინი", 2,2 კილოგრამი „კოკაინი", 22 კილოგრამი და ათი ლიტრი ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ", 25 კილოგრამი „მდმა", 10,5 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 2 კილოგრამამდე ფსიქოტროპული პრეპარატები.

 

თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (115)

მთავარი თემები