ბათუმში პოლიციელი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, პატრულის თანამშრომელმა აღნიშნულ ქუჩაზე ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერა, რის შემდეგაც ავტომობილის მძღოლმა ის ცივი იარაღით დაჭრა.

თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელი დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.

მომხდარის შესახებ რამდენიმე ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთის მიხედვით, პატრულის თანამშრომელმა აღნიშნულ ქუჩაზე ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერა, რის შემდეგაც ავტომობილის მძღოლმა ის ცივი იარაღით დაჭრა.

მეორე ვერსიით, პოლიციის თანამშრომელი შეესწრო ჩხუბს, გაშველებას შეეცადა და ის ამ დროს დაჭრეს.

„რაც ვიცი, იყო ჩხუბი და პატრული ცდილობდა გაშველებას, რა დროსაც მას ერთ-ერთი დაესხა თავს და ყელის არეში ჭრილობა მიაყენა“, – განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

დაჭრილი პოლიციელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დაკავებულია ერთი პირი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

შემთხვევის ადგილზე ისევ რჩებიან სამართალდამცველები.

ყველა ახალი ამბავი
0