15 წლის მოზარდის ძმა: ოთახიდან რომ გამოვიდა, ატირებული იყო და ყველაფერი აღიარა

© photo: Sputnikპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაავრცელა განცხადება მომხდართან დაკავშირებით და არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა უარყო

თბილისი, 15 დეკემბერი - Sputnik. ერთ-ერთმა პოლიციელმა ჩემი ძმა გაიყვანა ცალკე დასაკითხად, როდესაც გამოვიდა ოთახიდან, იყო ატირებული და ყველაფერი აღიარა, განაცხადა მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი არასრულწლოვანის ძმამ.

თბილისში, დიღმის მასივში რამდენიმე დღის წინ  15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. ის  საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. თვითმკვლელობა  მან  შსს-ში გამოკითხვის შემდეგ სცადა, რომელიც თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, მოზარდი ღამით სკოლაში შევიდა, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე უცენზურო წარწერები დატოვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

რეანიმაციის განყოფილება - Sputnik საქართველო
15 წლის მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა: ტრაგედიის ახალი დეტალები

„დედაჩემთან ერთად დაკითხვაზე იმყოფებოდა დაახლოებით ოთხი საათი. ამ ოთხი საათის განმავლობაში უარყოფდა მომხდარს და ამბობდა, რომ ის არ იყო დამნაშავე. დედაჩემის თქმით, შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა გაიყვანა ცალკე დასაკითხად. არ ჰყავდათ იქ დიდი ხანი, როდესაც გამოვიდა ოთახიდან იყო ატირებული და ყველაფერი აღიარა, თუმცა სახლში რომ მივიდა, მაშინაც თქვა, რომ არ ვარ დამნაშავეო. მეორე დღესაც უარყოფითი ჩვენება მისცა და შემდეგ მოხდა ეს ამბავი. როგორც ვიცი, დედაჩემის თანდასწრებითაც ხდებოდა ისეთი მუქარები, რომ შენ ძმას შევუქმნით სასწავლებელში პრობლემებს, იყო გინებაც“, – განაცხადა მოზარდის ძმამ.

მისი ინფორმაციით, მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და წამლებით უნარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას.

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გაავრცელა განცხადება მომხდართან დაკავშირებით და არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ძალადობა უარყო. შსს-ში ასევე უარყოფენ, რომ გამოკითხვის დროს მოზარდმა აღიარებითი ჩვენება მისცა.

„დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე გაესაუბრა არასრულწლოვანს, აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა გამოკითხვის დაწყებამდე, და რეალურად აღნიშნული ემსახურებოდა მიზანს, რომ არასრულწლოვანს მოუვიდა უთანხმოება დედამისთან, იყო გარკვეული დაძაბულობა, და ამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით მოხდა მასთან მხოლოდ 3-4 წუთი კომუნიკაცია. სხვა სახის რაიმე საგამოძიებო მოქმედება არასრულწლოვანთან მხოლოდ გამომძიებლის მონაწილეობით არ ჩატარებულა. ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, თუნდაც პირველადი დაბარება მოხდა მხოლოდ მშობლის საშუალებით“, - განცხადეს შსს-ში.
საქართველოს შსს - Sputnik საქართველო
მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტზე შსს პირველ კომენტარს აკეთებს

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გარდა ამისა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,  როგორც „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან, ასევე იმ საჯარო სკოლასთან, რომელშიც დაშავებულმა მოსწავლემ 2019 წლის სექტემბრიდან გააგრძელა სწავლა, მანდატურის ფსიქოლოგიურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0