02:58 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1184)
16501

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის, „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა, იუწყება პირველი არხი იაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგზე, გიორგი ქიქავაზე დაყრდნობით.

როგორც ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სიცოცხლის პარამეტრები სტაბილურია.

„პაციენტი ნევროლოგიისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჯერ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მდგომარეობა იცდის, ნევროლოგებისა და ნეიროქირურგების გადაწყვეტილებით მოხდება შემდგომი რეაგირება“, – განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება მოტეხილობებს, ექიმის ინფორმაციით, მალების მოტეხილობა ხაზოვანია და სასწრაფო ჩარევას არ საჭიროებს.

თბილისში 15 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. სუიციდის მცდელობა მან მას შსს-ში გამოკითხვის შემდეგ ჩაიდინა, რომელიც თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. სავარაუდოდ, მოზარდი ღამით სკოლაში შევიდა, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე უცენზურო წარწერები დატოვა.

გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პარალელურად აღძრულია სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადაეცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა. მათი თქმით, მოზარდმა უარყო სკოლაში კედლების მოხატვა, ხოლო მისი დაკითხვა მშობლის გარეშე არ მომხდარა.

„პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობელთან ერთად გამოიკითხა არასრულწლოვანი პირი, ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე, რომელმაც უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. მეორე დღეს, 11 დეკემბერს, არასრულწლოვანი, დამატებითი გამოკითხვის მიზნით, მშობლის ინიციატივით, მშობელთან ერთად კვლავ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა მოზარდმა უარი განაცხადა გამოკითხვაზე და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობელთან ერთად დატოვა პოლიციის განყოფილება. მშობლის გარეშე არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს არ მომხდარა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატის განცხადებით, პოლიცია მოზარდს აიძულებდა აღიარებინა ხულიგნობა და აშინებდა იმით, რომ მის ძმას, რომელიც თავდაცვის აკადემიაში სწავლობს, პრობლემებს შეუქმნიდა.

თვითმკვლელობების სტატისტიკა საქართველოში: ომბუდსმენი საგანგაშო მონაცემებს აქვეყნებს >>

მოზარდის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათთვის ამჟამად პრიორიტეტულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს ენდობიან.

 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე დაიწყო.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1184)

მთავარი თემები