14:23 24 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2005
  • 100 RUB4.6592
  • USD2.8867
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1185)
98 0 0

მსუბუქად დაშავებული სახემწიფო მოხელეები სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საგარეჯოში ავტოავარიის შედეგად გურჯაანის მერი არჩილ ხანდამაშვილი და მერიის სამი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდნენ, იუწყება პირველი არხი.

სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს. ტელეარხის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თბილისში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1185)

მთავარი თემები