რამ უბიძგა მოზარდს სუიციდისკენ – შსს–ში პირველი კომენტარი გააკეთეს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშსს
შსს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს პოლიციელების ქმედებები კანონდარღვევას  ჯერჯერობით ვერ ხედავს, თუმცა  ფაქტის გამოკვლევას აგრძელებს.

თბილისი, 13 დეკემბერი  — Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მეცხრე სართულიდან მოზარდის გადმოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთეს და განაცხადეს, რომ იგი არცერთხელ არ დაკითხულა მშობლების გარეშე, განუცხადეს Новости-Грузия–ს უწყების პრეს–სამსახურში. 

პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
16 წლის მოზარდის სავარაუდო თვითმკვლელობა: საქმეში ახალი დეტალები გახდა ცნობილი

თბილისში 15 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. სუიციდის მცდელობა მან მას შემდეგ ჩაიდინა, რაც ღამით სკოლაში შევიდა, სადაც რამდენიმე თვე სწავლობდა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებზე უცენზურო წარწერები დატოვა. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები, რომლებიც სკოლის დარაჯმა გამოიძახა, სამი საათის განმავლობაში კითხავდა მოსწავლეს. მშობლების მტკიცებით, პოლიციამ იგი ძმისთვის პრობლემების შექმნით დააშინა და აიძულა ეღიარებინა დანაშაული.

საქმის გამოძიების ფარგლებში მოწმეების სახით დაიკითხა სკოლის მოსწავლე და უსაფრთხოების მენეჯერი.

პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით, მშობლების თანდასწრებით დაიკითხა თავად მოზარდი, რომელიც უარყოფდა, რომ „მწვანე სკოლის“ კედლებზე გააკეთა წარწერები.

მეორე დღეს, მშობლების ინიციატივით, მოზარდი კვლავ გამოცხადდა პოლიციაში, თუმცა, მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და დაახლოებით 40 წუთის შემდეგ მშობლებთან ერთად დატოვა განყოფილება.

თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 11 დეკემბერს დაიწყო. გენინსპექციაში შეტყობინება 12 დეკემბერს შევიდა და პოლიციის თანამშრომელი ზეწოლაში დაადანაშაულეს. აღნიშნული შეტყობინება გენინსპექციამ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს გადასცა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესწავლა დაიყო.

ამ დროისთვის მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

გამოძიება მიმდინარეობს „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთ წლამდე ვადით.


ყველა ახალი ამბავი
0