მურა დათვის ბელზე ნადირობისთვის ბრაკონიერს შეიძლება პატიმრობა შეუფარდონ

© Pixabay / ulfake76სანადირო კარაბინი
სანადირო კარაბინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში „წითელ წიგნში" შეტანილ ცხოველებზე ნადირობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. ახალციხეში სამართალდამცველებმა მურა დათვის ბელზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში აცნობეს.

საქართველოს მოქალაქემ დაურეგისტრირებელი იარაღით სოფელ ტყემლანას მახლობლად, ტყეში, მოკლა „წითელ წიგნში" შეტანილი კავკასიური დათვის ბელი, რომლის წონაც 30 კგ იყო.

სანადირო ე.წ. მანოკი - Sputnik საქართველო
ნადირობის სეზონი: ათ დღეში უკანონო ნადირობის 132 ფაქტი გამოვლინდა

კანონის დამრღვევს ნადავლი ორ თანმხლებ პირთან ერთად ავტომობილით გადაჰქონდა. სამართალდამცველების გამოჩენისას მან ნადავლითა და იარაღით მიმალვა სცადა, მაგრამ წარუმატებლად.

ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის ახალციხის პოლიციის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

დღესდღეობით საქართველოში დათვების დახოცვა აკრძალულია. მურა დათვი „წითელ წიგნშია" შეტანილი.

„წითელ წიგნში" შეტანილ ცხოველებზე უკანონო ნადირობა სისხლის სამართლის დანაშაულია და ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

საქართველოს სერტიფიცირებული მონადირეები ეყოლება>>

მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია ნებადართული, როდესაც ისინი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან.

ყველა ახალი ამბავი
0