სპეცოპერაცია ცინცაძის ქუჩაზე: გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
ბათუმის ერთ-ერთ კლუბში ტურისტებს ფული გამოსძალეს: დაკავებულია ოთხი პირი

ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია გუშინ, საღამოს ჩატარდა. უწყების ცნობით, 45 წლის და 53 წლის მამაკაცები ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიის თანახმად, ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს გაეცნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები.

„მოატყუეს, თითქოს ერთ-ერთი მათგანი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაში იმყოფებოდა და მუქარით ცდილობდნენ 20 ათასი აშშ დოლარის გამოძალვას", – ნათქვამია განცხადებაში.

მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცების სახითაა ამოღებული.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0