„ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ“ – იტალიაში ქართველი გოგო დაიკარგა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველი ემიგრანტი, სახელად თეა სახლიდან რამდენიმე დღის წინ გავიდა და არ დაბრუნებულა.

თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში ქართველი გოგო დაიკარგა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამ გოგონას თუ სადმე შეხვდებით იქნებ დაგვიკავშირდეთ, ნეაპოლის ტერიტორიაზე გუშინ საღამოს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარავის უნახავს, ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ მის შესახებ (ცუდადაა და სახლის პოვნა გაუჭირდება). სახელი თეა“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

ყველა ახალი ამბავი
0