თბილისის ბინებში ერთ თვეში ხელმეორედ 3,8 ათასი საშიში დანადგარი ჩახსნეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliგაზის გამათბობლები
გაზის გამათბობლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თბილისი ენერჯი" მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუსტარულად დამზადებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით, ღია წვის კამერიანი, სიცოცხლისთვის საშიშია.

თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" თანამშრომლებმა ნოემბერში 3,8 ათასზე მეტი კუსტარულად დამონტაჟებული და სიცოცხლისთვის საშიში დანადგარი ხელმეორედ ჩახსნეს, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სიცივის დადგომისთანავე გაზის ხელსაწყოების გამართული მუშაობა სახლებში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. „თბილისი ენერჯის" სპეციალისტების სრულად მობილიზებული არიან და, გეგმური შემოწმებების გარდა, ინტენსიურად ამოწმებენ გაზსადენებსა და შიდა ქსელებს, აღნიშნავენ კომპანიაში.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გაზით მოწამვლა თბილისში: და დაიღუპა, ძმა რეანიმაციაშია

„მიუხედავად უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი იგნორირებას უწევს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავენტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია. ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან", – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უსაფრთხოების ნორმების ყველაზე მეტი დარღვევა ნოემბერში დაფიქსირდა ისანი-ვაზისუბნის (962), სამგორის (878), საბურთალოს (449), გლდანის (343), სანზონისა (638) და მთაწმინდის (296) უბნებში.

„თბილისი ენერჯი“ მოგიწოდებთ, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ – ხშირად გაანიავეთ ფართი, დარეკეთ 114-ზე და შეამოწმეთ გაზგაყვანილობა სრულიად უფასოდ. გახსოვდეთ – CO კლავს!" – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომპანია მოუწოდებს მოქალაქეებს, იყვნენ უფრო ყურადღებიანი, ხშირად გაანიავონ შენობა, დარეკონ ცხელ ხაზზე (114) და სრულიად უფასოდ შეამოწმონ გაზის ხელსაწყოები.

ყველა ახალი ამბავი
0