მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და სპორტსმენის მიმართ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი მუხლით აღძრეს.

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური პოლიციელებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზუგდიდის სასამართლო - Sputnik საქართველო
გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

ამის შესახებ ძიუდოისტმა განცხადება სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა, რომელშიც ინციდენტის დეტალებს ჰყვება, თუმცა მოგვიანებით ეს პოსტი წაშალა.

სპორტსმენის განცხადებით, შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა. მისი მტკიცებით, ქუჩაში სეირნობისას გააჩერეს პოლიციელებმა, სთხოვეს წარმოედგინა პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც თან არ ჰქონდა. მოხდა შელაპარაკება და სპორტსმენი განყოფილებაში წაიყვანეს. იქ სამართალდამცველებმა მას როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აცხადებს სპორტსმენი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს და სპორტსმენის მიმართ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ორი მუხლით აღძრეს.

კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

ზუგდიდის სასამართლოს შენობა - Sputnik საქართველო
სროლა წალენჯიხაში: პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

გარდა ამისა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ძიუდოისტ ლაშა ბექაურის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონი ნასაუში (ბაჰამის კუნძულები) მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 2018 წლის ოქტომბერში გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0