ჰეროინი ჩანთის სახელურში - აჭარაში ერთი პირი დააკავეს

გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 32 წლის დაკავებულს რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისი, 8 დეკემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 32 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სოფელ გონიოში დააკავეს. მას სამგზავრო ჩანთის სახელურში ნარკოტიკული საშუალებების სპეციალური სამალავი ჰქონდა მოწყობილი. პოლიციამ დაკავებულის ბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო „ჰეროინის“ შემცველი, 33 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა >>

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მეექვსე  ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული რვიდან  20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0