14:31 22 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2077
  • 100 RUB4.6777
  • USD2.8877
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
44 0 0

ბრალდებულმა თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 ათასი ლარი.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, თურქეთის მოქალაქეს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1 ათასი ლარი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს და ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას.

მთავარი თემები