19:08 21 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2072)
75 0 0

ოლქის შერიფის, დევიდ მორგანის მონაცემებით, შემთხვევის შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს რვა ადამიანი, ერთი მათგანი მოგვიანებით გარდაიცვალა

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik.  აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების „პენსაკოლას“ ბაზაზე, ფლორიდას შტატში, სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაცია სამხედრო–საზღვაო ძალების პრესსამსახურმა გაავრცელა. 

ინციდენტი პარასკევს, დილით მოხდა: თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე სროლის შესახებ, შემდეგ კი სამხედრო–საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ მსროლელი ლიკვიდირებული იყო.

„გაცნობებთ, რომ ინციდენტი მოხდა დღეს დილით ბაზაზე. ვადასტურებთ, რომ გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის, მსროლელი“, – აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ ამჟამად ბაზა კვლავ გარშემორტყმულია, უსაფრთხოების სამსახური და საზღვაო კრიმინალური საგამოძიებო სამსახური სროლის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებენ.

სამხედრო–საზღვაო ძალებში აღნიშნეს, რომ მსროლელის მსხვერპლთა სახელები არ გამოქვეყნდება, ვიდრე დაღუპულების ნათესავებს „პენსაკოლაში“ მომხდარის თაობაზე არ აცნობებენ.

ოლქის შერიფის დევიდ მორგანის მონაცემებით, შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს რვა ადამიანი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. დაშავებულთა შორის ორი პოლიციელია. მათ ჭრილობები კიდურებში აქვთ მიყენებული.

თემები:
მსოფლიო დღეს (2072)

მთავარი თემები