საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პედოფილიის ბრალდებით გაასამართლეს

გამოწერა
პეტერ ზაიზენბახერი უკრაინის ტერიტორიაზე იმალებოდა. უკრაინელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სექტემბერში ყოფილი მწვრთნელი ავსტრიის ხელისუფლებას გადასცეს, 14 სექტემბერს კი იგი დააკავეს.

თბილისი,  4 დეკემბერი - Sputnik.  საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ავსტრიელ სპეციალისტ პეტერ ზაიზენბახერს პედოფილიის ბრალდებით ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდეს, წერს გაზეთი „რეზონანსი“. 

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
საქართველოში პედოფილების მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრდება

ვენის პროკურატურამ  ზაიზენბახერი საკუთარ სამშობლოში არასრულწლოვნებთან ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის გასამართლდა. ერთ–ერთი შემთხვევა 90–იან წლებში მოხდა, მეორე 2000–იან წლებში – მან სექსუალური ხასიათის ქმედება სამი არასრულწლოვანი გოგონას მისამართით განახორციელა. ყოფილი ძიუდოისტის დაკავების ორდერი 2017 წელს გაიცა, თუმცა, მან მართლმსაჯულებისგან მიმალვა შეძლო. ორი წლის განმავლობაში იგი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.

2019 წელს პოლიცია  მის კვალზე გავიდა. პეტერ ზაიზენბახერი უკრაინის ტერიტორიაზე იმალებოდა. უკრაინელმა სამართალდამცავმა ორგანოებმა სექტემბერში იგი ავსტრიის ხელისუფლებას გადასცეს, 14 სექტემბერს კი იგი დააკავეს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ზაიზენბახერი 2010-2012 წლებში წვრთნიდა და სწორედ ამ პერიოდში ლაშა შავდათუაშვილი ლონდონში ოლიმპიური ჩემპიონი (2012)  გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0