ბრიტანეთისა და თურქეთის მოქალაქეებს საქართველოში აკრძალული მედიკამენტები შემოჰქონდათ

© Pixabay / PhotoLizMЛекарства и медикаменты
Лекарства и медикаменты - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები ბრიტანეთისა და თურქეთის მოქალაქეებს ბარგში ჰქონდათ დამალული.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. მებაჟეებმა ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

საქართველოს, თურქეთისა და ბრიტანეთის მოქალაქეების თ.ჩ.-ს, ზ.ა.-სა და ს.ე.-ს კუთვნილი ბარგი მებაჟეებმა ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს და შედეგად ნარკოტიკული (440 აბი და 11 კაფსულა) და ფსიქოტროპული (208 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს გადაეცა. გამოძიება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0