ჯანდარის ტბაზე დაკარგული მეთევზეების ძებნა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

© photo : Emergency Management Service / FBორი მეთევზის ძებნა
ორი მეთევზის ძებნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს და აზერბაიჯანის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით აგრძელებენ დაკარგული ადამიანების ძებნას

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. გარდაბნის რაიონში, ჯანდარის ტბაზე, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ორი დაკარგული მამაკაცის ძებნის სამუშაოები, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

უგზო-უკვლოდ დაკარგული მეთევზეების ძებნა ორშაბათს, 2 დეკემბერს დაიწყო. ქართული მედიის ინფორმაციით, თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გავიდნენ მეთევზეები ნავით ტბაში. ქარის გაძლიერების შემდეგ მამაკაცები გაუჩინარდნენ და მას მერე ისინი არავის უნახავს.

დაკარგული მოქალაქეების საძიებო სამუშაოები წყალქვეშა მონიტორინგის სპეციალური ტექნიკის საშუალებით წარმოებს. აღნიშნული სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, მიმდინარეობს ფსკერის დეტალური შემოწმება და საეჭვო დეტალის აღმოჩენის შემთხვევაში, პროცესში მყვინთავები ერთვებიან. სამაშველო ოპერაციაში, ასევე, ჩართულია სამაშველო დრონი და შესაბამისი ტექნიკა.

სამძებრო ოპერაცია - Sputnik საქართველო
ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მეთევზის საძიებო სამუშაოებში სპეცტექნიკა ჩაერთო

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

დილიდან განაახლა სამუშაოები აზერბაიჯანის სამაშველო სამსახურმა, რომელიც დაკარგულებს საკუთარ ტერიტორიაზე ეძებს. სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია მაშველთა ჯგუფი და შესაბამისი ტექნიკა. სანაპირო ზოლს ამოწმებენ მესაზღვრეები.

„ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას საქართველოს დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0