10:22 06 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2796
  • 100 RUB4.6333
  • USD2.9573
სასწრაფო დახმარების მანქანა

პეტარდების ომი დაიწყო: თბილისში ოთხი წლის ბავშვმა „ხლაპუშკით“ თვალი დაიზიანა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
6710

გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ოთხი წლის ბავშვი წელს პირველი პაციენტია, ვინც პიროტექნიკის შედეგად დაზიანებები მიიღო.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. პიროტექნიკის აფეთქების შედეგად თბილისში მცირეწლოვანმა ბავშვმა დაზიანება მიიღო, ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

გუგა ქაშიბაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ახალი წელი ჯერ კიდევ შორსაა. პეტარდების ომი უკვე დაიწყო!!!“ 

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მცირეწლოვანს ​სახის მარჯვენა მხარე აქვს დაზიანებული, თუმცა ჭრილობა ღრმა არ არის.

„გუშინ შემოვიდა ოთხი წლის ბავშვი კლინიკაში. თუ არ ვცდები, ქვაბში ჩააგდო და აფეთქების შედეგად იქიდან ამოვარდა. საბედნიეროდ, ბავშვს თვალი გადაურჩა. ახლა დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში წევს და სასიხარულოა, რომ ძალიან ღრმა დაზიანებები არ აღენიშნება“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ოთხი წლის ბავშვი წელს პირველი პაციენტია, ვინც პიროტექნიკის შედეგად დაზიანებები მიიღო.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი მშობლებს და მოსახლეობას მოუწოდებს, მოერიდონ პიროტექნიკის არასწორ გამოყენებას.

წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამ პერიოდში ქართული ბაზარი სავსეა უამრავი სახეობის პიროტექნიკით, მისი რეალიზაციის პროცესს კი არავინ აკონტროლებს.

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.


მთავარი თემები