მარნეულში მომხდარი ქურდობების სერია - დაკავებულა ორი პირი

გამოწერა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს ოთხი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ერთ-ერთი დაკავებული წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 57 წლის მამაკაცია.

დაკავებულებს ბრალი ჯგუფურად არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულში, სხვადასხვა დროს ოთხი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

პოლიციამ მოპარული ნივთების დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ასევე მარნეულში ერთ-ერთმა დაკავებულმა სამი სახლი გაქურდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში არაერთგზის უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს ოთხიდან 10 წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0