დააკავეს „ევროპული საქართველოს“ წევრები, რომელთაც აქციისთვის შეშა გადაჰქონდათ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ერთი მძღოლი.

თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ რეგიონული სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი და მძღოლი ბესო შავაძე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არჩილ თალაკვაძე
 - Sputnik საქართველო
შემცვლელები ნაპოვნია: „ქართულმა ოცნებამ“ ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატები დაასახელა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერების განცხადებით, კობა ზაქარეიშვილი და ბესო შავაძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ.

პარტიის წევრების თქმით, სატვირთო ავტომობილით დღეს დაგეგმილი აქციის მონაწილეების გასათბობად გამზადებული შეშა და აქციისთვის საჭირო ატრიბუტიკა გადაჰქონდათ და ამ დროს მოხდა მათი დაკავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებულია ორი პირი, მათ შორის ერთი მძღოლი. მანქანა კი გადაყვანილია საჯარიმო ავტოსადგომზე.

მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

„ბოქლომების ომმა“ თბილისი მოიცვა - Sputnik საქართველო
თბილისი „ბოქლომების ომმა“ მოიცვა

საპროტესტო აქციები თბილისში 14 ნოემბრის შემდეგ არ წყდება. ამ დღეს საქართველოს პარლამენტმა ჩააგდო შესწორებები ქვეყნის შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ უკვე 2020 წლიდან. 17 ნოემბრიდან პარლამენტის შესასვლელებთან დადგეს კარვები და მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში არ უშვებდნენ. 18 ნოემბერს აქცია სპეცრაზმისა და პოლიციის მეშვეობით დაშალეს.

ამჟამად თბილისში გაერთიანებული ოპოზიცია მასობრივ საპროტესტო მსვლელობას მართავს. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0