სისხლიანი დაპირისპირება თბილისში: დიდუბეში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდებს შორის წყალტუბოს ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით მოხდა, სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ორი ადამიანი აღმოჩნდა საავადმყოფოში თბილისში, წყალტუბოს ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მომხდარი ინცინდენტის შედეგად, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა ყიფშიძეზე: დაჭრილ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა.

ერთი დაჭრილი, რომელიც 22 წლისაა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმის ცნობით, პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეორე დაჭრილი კი ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0