მცხეთაში აქციის დროს „ევროპული საქართველოსა" და „ქართული ოცნების" მხარდამჭერები დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიხელბორიკილის დადება
ხელბორიკილის დადება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულები გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ბოქლომების ომი" საქართველოს მასშტაბით გრძელდება>>

უწყების ცნობით, საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს" ლიდერები, ამავე პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც სამართალდამცველებმა პარტია „ევროპული საქართველოს" პრეს-სამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და „ქართული ოცნების" მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე („წვრილმანი ხულიგნობა“) დააკავეს.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩილ თალაკვაძე: დესტაბილიზაციის მოწყობის შესაძლებლობას არავის მივცემთ

დაკავებულები გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები, შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სასამართლოს გადაეცემა.

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბერს დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. აქციები მას მერე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

17 ნოემბრიდან ოპოზიციური პარტიებმა და აქტივისტებმა სახელმწიფო დაწესებულებების ჭიშკრებზე ბოქლომების დადება დაიწყეს. 17 ნოემბრის საღამოს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყველა შესასვლელის ბლოკირება განახორციელეს. შედეგად, 18 ნოემბერს ისინი სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლით დაშალეს. „დაბოქლომების" მცდელობები, მათ შორის, მაჟორიტარი დეპუტატების საარჩევნო ბიუროების კარებზე, დღემდე გრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0