საშინელ ავარიას ადიგენში ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები და დაშავებული 24 წლის ახალგაზრდები არიან, ისინი ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით „ლექსუსის“ მარკის ავტომობილით მოძრაობდნენ.

თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ორი ახალგაზრდა დაიღუპა და ერთი დაშავდა ადიგენში ავარიის დროს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „სამხრეთის კარიბჭე".

შემთხვევა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარეხასთან დღეს, გამთენიისას მოხდა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ტრაგედია გორთან: ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდები ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მსუბუქი ავტომობილით მოძრაობდნენ, როდესაც ავტომანქანა სავალი გზიდან გადავიდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები ამბობენ, დაზარალებულს ხერხემალი აქვს დაზიანებული.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამაშველო სამსახურის, სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0