გომბორის უღელტეხილზე ათობით ავტომობილი გადაადგილებას ვერ ახერხებს

© Roads Department of Georgiaთოვლი გზაზე
თოვლი გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ხუთშაბათიდან ამინდი გაუარესდა - ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე წარმოქმნილი საცობის მიზეზი ლიპყინული და ინტენსიური თოვაა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ვაზიანი - გომბორი- თელავის საავტომობილო გზაზე ავტომობილები გადაადგილებას ვერ ახერხებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შეფერხების მიზეზი ლიპყინული და ინტენსიური თოვაა, რის გამოც მოძრაობა ამ ეტაპზე შეუძლებელია.

ტელეკომპანიის ცნობით, ერთი ავტომობილი საგზაო ნაწილიდან გადავარდა, თუმცა ინციდენტი მსხვერპლის გარეშე დასრულდა. თელავის საგზაო სამსახურის სპეციალური ტექნიკა გზაზე ტექნიკურ მარილს უკვე ყრის.

გუდაური-ყაზბეგის გზა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა გავრცელა განცხადება, რომ ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.

პოლიციის ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით. მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აკრძალულია.

რაც ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 37-55-ე კმ (ვერონა-შუამთა) მონაკვეთს, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისთვის.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.

 

ყველა ახალი ამბავი
0