„როგორ ვანუგეშოთ დედა, მამა, ძმა...“ – პედაგოგის ემოციური მიმართვა გარდაცვლილ მოზარდს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო მანქანა
საპატრულო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მოპედს, რომელსაც მოზარდი მართავდა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი შეეჯახა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ გამარჯვებაში 16 წლის ზურა მარტყოფლიშვილის დაღუპვას სოციალურ ქსელში პედაგოგი ეკა თარაშვილი ეხმაურება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
საშინელი ავარია დედოფლისწყაროში: შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა

მისი თქმით, შეუძლებელია იმის გადმოცემა, რაც სკოლის დერეფნებში ხდებოდა.

„თვალებაწითლებულ, ნამტირალევ და უიმედო გოგო-ბიჭებს გაკვეთილებს ვუტარებდით, ასეთივე თვალები გვქონდა ჩვენც. მერე კი შენს ოჯახს გვერდით დავუდექით, თუმცა რა უძლური აღმოჩნდა სიტყვა, რომელიც ხორხიდან აღმომსკდარმა ტირილმა გაწყვიტა. როგორ ვანუგეშოთ დედა, მამა, ძმა, ძმობილები და როგორ ვინუგეშოთ მთელი სკოლა და სოფელი, რომ 16 წლის უმანკო სიცოცხლე ხელიდან გაგვიფრინდა... შენს დიდ, ცისფერ თვალებში ცა სამუდამოდ აირეკლა, ზურაბ, დედა ღვთისმშობელი იყოს მეოხი შენი სულისა!" – წერს ეკა თარაშვილი.

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მოპედს, რომელსაც მოზარდი მართავდა, ჯერჯერობით დაუდგენელი პირი შეეჯახა. მოპედის მძღოლი ზურა მარტყოფლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მასთან მყოფი მეორე არასრულწლოვანი კი დაშავდა.

დედოფლისწყაროს საავადმყოფოს მთავარი ექიმის ხათუნა ზურიკაშვილის ინფორმაციით, დაშავებული, რომელსაც ფეხის ტრამვა ჰქონდა მიღებული, კლინიკიდან უკვე გაწერეს.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.

ყველა ახალი ამბავი
0