02:33 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
საავადმყოფოში

ნეიროქირურგმა გიორგი მაღალაშვილმა მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1023)
11500

ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი მიიჩნევს, რომ მას თავს დაესხა ადამიანი, რომელიც ახლობლის გარდაცვალების გამო ექიმებს ვერ იტანს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი ამტკიცებს, რომ პაციენტის ნათესავმა მას შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს >>

მაღალაშვილის თქმით, მის კაბინეტში თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ორი მამაკაცი შევიდა. ერთ-ერთი აგრესიულობით გამოირჩეოდა და თავისი ნათესავის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოითხოვდა. ის აცხადებდა, რომ პაციენტი ოპერაციის შემდეგ ნარკოზიდან ვერ გამოდის.

მეორე მამაკაცი, რომელიც ასევე პაციენტის ნათესავია, სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

„ავადმყოფის ერთ-ერთ ნათესავთან მოხდა ხელჩართული ბრძოლა, იმიტომ რომ არის რაღაცა საზღვრები ურთიერთობაში, რომლის იქითაც არ შეიძლება თავის შეკავება. პრეტენზია ჰქონია იმაზე, რომ თურმე ვიღაცა ჰყოლია მას ავადმყოფი, რომელიც საავადმყოფოში დაღუპულა და ექიმებს ვერ იტანს“, – განაცხადა მაღალაშვილმა ტელეარხ Rustavi2-ის ეთერში.

მაღალაშვილის თქმით, სიტუაცია კაბინეტში მას შემდეგ გამწვავდა, რაც მან იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

„მან თქვა, რას ჰქვია იმედიაო, გარანტიებიო?! რომ გავიდა კორიდორში, იქიდან დედა შემაგინა, ავდექი და მეც გავედი, ამას მოჰყვა ხელჩართული ჩხუბი“, – აღნიშნა მაღალაშვილმა.

სასიკვდილო პლასტიკა: ექიმებმა გოგონას გარდაცვალების მიზეზი დაასახელეს >>

ტელეარხის მონაცემებით, ამ დროისათვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის პალატაშია გადაყვანილი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „ძალადობის“ მუხლით, რაც ორ წლამდე თავისუფლების შეზღუდვას ან ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1023)

მთავარი თემები