რაჭაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირებას სამი დღეა ცდილობენ

გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 80-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
კიდევ ერთი ხანძარი: მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ტყეში ცეცხლი გაჩნდა

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არის და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ცეცხლი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარე ტყეში სამი დღის წინ გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ეკალ-ბარდებს და გამხმარ ხეებს უკიდია.

ტელეკომპანია Rustavi 2-ის ცნობით, ცეცხლი 30 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0