14:42 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1535)
9701

ხანძარი სოფელ სალხინოს ტყეში სამ ადგილზეა გაჩენილი, მაგრამ რთული რელიეფის გამო სპეციალური ტექნიკა ახლოს ვერ მიდის.

თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სოფლის რწმუნებული გოგი ბასილაია ტელეარხთან აცხადებს, რომ ხანძარი სამ ლოკაციაზეა, არის ძლიერი დაკვამლიანება.

„ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლი ისეთ ადგილზეა, ტექნიკა ვერ ახერხებს ახლოს მისვლას. სოფელში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. სავარაუდოდ, ცეცხლი ტყის საფარს უკიდია”, – აცხადებს ბასილაია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ სამაშველო ბრიგადები ადგილზე უკვე მუშაობენ.

ხანძარია მესტიის მუნიციპალიტეტშიც, სოფელ ცხუმარის და ეცერის მახლობლად ტყეში ცეცხლი გაჩნდა. ხანძართან ბრძოლა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. დღეიდან ტყის ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება. აქამდე ადგილზე 45 მაშველი მუშაობდა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1535)

მთავარი თემები