https://sputnik-georgia.com/20191118/TbilisSi-opozicia-dakavebulebis-mxardasaWerad-ikribeba-247054324.html
თბილისში ოპოზიცია დაკავებულების მხარდასაჭერად იკრიბება
თბილისში ოპოზიცია დაკავებულების მხარდასაჭერად იკრიბება
Sputnik საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია 18 ადამიანი, თუმცა ამის შემდეგ დაკავებები კიდევ გაგრძელდა. 18.11.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-11-18T20:30+0400
2019-11-18T20:30+0400
2023-08-17T17:48+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24705/37/247053727_0:120:1620:1036_1920x0_80_0_0_25506391993dc2b07acf00d1739ab430.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24705/37/247053727_0:62:1620:1080_1920x0_80_0_0_6fe655f05650299afcfad46c78a0ffeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, შემთხვევები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისში ოპოზიცია დაკავებულების მხარდასაჭერად იკრიბება
20:30 18.11.2019 (განახლებულია: 17:48 17.08.2023) შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაკავებულია 18 ადამიანი, თუმცა ამის შემდეგ დაკავებები კიდევ გაგრძელდა.
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ხმაურია – პოლიციის განყოფილებასთან ოპოზიციის წარმომადგენლები დაკავებულთა მხარდასაჭერად იკრიბებიან, იუწყება ადგილიდან „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.
დღეს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმებმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შენობის წინ გამართული აქცია დაშალეს.
თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან იკრიბებიან ოპოზიციის წარმომადგენლები და საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებულ პირთა ახლობლები. ტელეარხ Rustavi2-ის მონაცემებით, პოლიციის ამ განყოფილებაში გადაიყვანეს 13 დაკავებული, მათ შორის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი.
პოლიციის განყოფილებასთან ასევე იმყოფება პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც იქ დაკავებულთა მხარდასაჭერად მივიდა. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი უცნობია. ცოტა ხნის წინ შსს-მ განაცხადა, რომ დაკავებულია 18 ადამიანი, თუმცა ამის შემდეგ დაკავებები კიდევ გაგრძელდა.
თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. 17 ნოემბრიდან პარლამენტის ყველა შენობასთან გაშლილი იყო კარვები, მმართველი პარტიის დეპუტატებს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. მომიტინგეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების დეპუტატები.