წყალტუბოში ჩაის პლანტაციები იწვის

გამოწერა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძირითადი კერები ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სორმონსა და რიონში ხანძართან ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სახანძრო - Sputnik საქართველო
შუახევში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ცეცხლი გუშინ, საღამოს გაჩნდა. ცეცხლის პირველი კერა სოფელ სორმონში გაჩნდა, ძლიერი ქარის შედეგად კი ხანძარი სოფელ რიონის ტყეშიც გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ჩაის ბუჩქებსა და ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია და ამჟამად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისთვის ადგილზე რვა სამაშველო ჯგუფი და 50-მდე მეხანძრე მუშაობს.

ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობაც ართულებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0