10:26 12 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2028
  • 100 RUB4.5482
  • USD2.8896
სასწრაფო სამედიცინო დახმარება

უბედური შემთხვევა ბათუმში - ერთმა მუშამ ფეხი დაკარგა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1023)
53 0 0

ბათუმში უბედური შემთხვევის შედეგად ერთ ადამიანს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, მეორემ კი ფეხი მძიმედ დაიზიანა

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში მიწისქვეშა სამუშაოების დროს ერთმა მუშამ ფეხი დაკარგა, მეორემ კი მძიმე დაზიანებები მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა აბუსერიძის ქუჩაზე  23 ნომერში  მოხდა. მუშებს მიწისქვეშა ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებისას ფეხებზე  რკინის კონსტრუქცია დაეცა.

ორივე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების მონაცემებით, 2018 წელს ქვეყანაში სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 39 ადამიანი, მძიმე დაზიანებები მიიღო 37-მა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) მონიტორინგის შედეგებით, 2019 წლის პირველ ნახევარში სამუშაო ადგილებზე 25 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 71 დაშავდა. 

შრომის უსაფრთხოების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფა - საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. დაცვის სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა კანონს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ უფრო მაღალი სტატუსი - ორგანული კანონის სტატუსი მიანიჭა.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1023)

მთავარი თემები