16:26 16 დეკემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2024
  • 100 RUB4.6032
  • USD2.8647
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სუს–მა უკრაინაში საქართველოს მოქალაქის დაკავება დაადასტურა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
67 0 0

უკრაინის უშიშროების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაკავებულია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა  (სუს) დაადასტურა ინტერპოლით ძებნილი საქართველოს მოქალაქის, ცეზარ ტოხოსაშვილის კიევში დაკავება, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრობა ედება ბრალად, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სუს–ის მონაცემებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წელს ტოხოსაშვილი სირიაში წავიდა და სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა.

 „გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წელს ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევთან და ახმედ ჩატაევთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ცნობით, 2019 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცეზარ ტოხოსაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების ინფორმაციით, ტოხოსაშვილი ალ ბარ შიშანის სახელს ატარებდა, რომელიც 2013 წლიდან სამხედრო ამირას მოადგილე იყო.

სუს–ის მტკიცებით, ტოხოსაშვილი 2018 წელს უკანონოდ ჩავიდა უკრაინაში ყალბი პასპორტის გამოყენებით, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ სპეციალური ორგანიზაციების კოორდინირებას განაგრძობდა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, პორტრეტულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ „დაკავებული უცხოელი ნამდვილად არის „ისლამური სახელმწიფოს“ ძებნილი ლიდერი“. ამ დროისთვის ტოხოსაშვილი საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.

მთავარი თემები