მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი წარუდგინეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ბექა კვიციანს ბრალი განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი იპოვეს. 

სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბექა კვიციანი 13 ნოემბერს  დააკავეს. 

დაკავება - Sputnik საქართველო
თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

ბექა კვიციანის ადვოკატის განხცადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაჯანსაღ ფსიქიკურ მდგომარეობაშია.

მან პროკურატურაში სამედიცინო ექსპერტიზის შუამდგომლობის საკითხი უკვე დააყენა. ასევე ცნობილი გახდა, რომ კვიციანს წინასწარი დაკავების იზოლატორში სამართალდამცველებზე თავდასხმის გამო ბრალი ერთი მუხლით დაუმძიმდა.  

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ცხადაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბექა კვიციანი მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილის ნათლიაა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0