თბილისში ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა – არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სამი ადამიანი დაშავდა თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აცნობეს „Sputnik–საქართელოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ავტოავარია უნივერსიტეტის ქუჩაზე: როგორია 20 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ჩუბინაშვილის ქუჩაზე დღეს ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ქართულ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მთვრალ მდგომარეობაში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0