დადიანის გამზირზე ავარიას „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი ემსხვერპლა

© Photo: Shorena Kasumashvili / FBშორენა ყასუმაშვილი
შორენა ყასუმაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემზარავი ავარია თბილისში, დადიანის გამზირზე გუშინ, ღამით მოხდა. „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელთან ერთად მისი მეუღლეც დაიღუპა.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული ქალი საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი შორენა ყასუმაშვილია.

ირკვევა, რომ ქალი სააგენტოში სტილისტ-კორექტორის პოზიციაზე მუშაობდა. ავარიის შედეგად დაიღუპა მისი მეუღლეც.

შემზარავი ავარია თბილისში, დადიანის გამზირზე გუშინ, ღამით მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა, ადგილზე დაიღუპნენ შორენა ყასუმაშვილი და მისი მეუღლე.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0