ვანში წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლეს

© AFP 2024 / ROBERTO SCHMIDT დათვი
დათვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობით, წითელ ნუსხაში შესულ ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია და ცალკეულ შემთხვევაში იგი სისხლის სამართლის დანაშაულადაც კვალიფიცირდება.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ უხუთის ტყეში მოქალაქემ ნადირობისას წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვი მოკლა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.

ხის მოჭრა - Sputnik საქართველო
კახეთში „წითელ ნუსხაში" შეტანილი რამდენიმე მუხა მოჭრეს

გავრცელებული ინფორმაციით, მურა დათვი მოქალაქემ არარეგისტრირებული სანადირო თოფით მოკლა.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა ამოღებული ნივთმტკიცებულებები – დანა, დაურეგისტრირებელი თოფი, დამუხტული და გასროლილი ვაზნები, ცხოველის ტყავი და 107 კგ ხორცი დალუქეს.

მოქმედი კანონმდებლობით, წითელ ნუსხაში შესულ ცხოველებზე ნადირობა აკრძალულია და ცალკეულ შემთხვევაში იგი სისხლის სამართლის დანაშაულადაც კვალიფიცირდება.

დეპარტამენტის ცნობით, რადგან მურა დათვი წითელ ნუსხაშია შეტანილი, შესაბამისად, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი 50 ათას ლარს შეადგენს და გამოვლენილი სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს.

მასალები შემდგომი რეაგირებისთვის დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გადაიგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0