მაშველებმა ქუთაისში ორი მოზარდი გადაარჩინეს

© Sputnik / Levan Avlabreliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასრულწლოვნები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. მაშველებმა ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე ორი მოზარდი გადაარჩინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავარია ხობში: მაშველებმა გადაბრუნებული სატვირთოდან მძღოლი გამოიყვანეს - Sputnik საქართველო
ავარია ხობში: მაშველებმა გადაბრუნებული სატვირთოდან მძღოლი გადმოიყვანეს – ვიდეო

უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მოზარდები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

„ორივე მათგანი სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილზე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", – აღნიშნულია განცხადებაში.

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.

 

ყველა ახალი ამბავი
0