თბილისში მანქანის გატაცების ინსცენირებისთვის 59 წლის ქალი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცრუ დასმენისა და თაღლითობის მცდელობისთვის საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქალს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 3 ნოემბერი -  Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში თაღლითობის მცდელობის და ცრუ დასმენის ბრალდებით, 59 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თაღლითობის ახალი მეთოდი: თბილისში მანქანის გატაცების ინსცენირება მოხდა >>

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში პოლიციაში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩიდან ავტომობილი მოიპარეს.

„გამოძიების მსვლელობისას დადგინდა, რომ ავტომობილის მფლობელმა, საქართველოს და ისრაელის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ფ.ს.-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მიღების მიზნით, თავისი კუთვნილი ავტომობილი მეგობრის ავტოფარეხში დააყენა, ხოლო სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ავტომობილი მოპარეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ავტომობილის ქურდობის შესახებ პოლიციისთვის შეტყობინების შემდეგ, ქალმა საქართველო მალევე დატოვა. სამართალდამცველებმა ის მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-180-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცრუ დასმენასა და თაღლითობის მცდელობას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0