თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გუდაური–კობის მონაკვეთზე თოვის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური–კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.