წყალდიდობა და მეწყერი: აჭარაში სტიქიას ებრძვიან

© photo: Sputnikწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტიქიის შედეგად დაიტბორა ქუჩები, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. გადაუღებელმა წვიმებმა აჭარაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, იუწყება Rustavi 2.

გავრცელებული ინფორმაციით, 30-31 ოქტომბრის ძლიერი წვიმის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე მეჯინისწყალი, რის შედეგადაც ბათუმში დაიტბორა მიმდებარე ქუჩები, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და საკარმიდამო ნაკვეთები.

სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია - Sputnik საქართველო
სტიქია დასავლეთ საქართველოში: სპეციალისტები მიყენებულ ზარალს ითვლიან

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სტიქიის შედეგად დაზიანდა ტექნიკა და საყოფაცხოვრებო ნივთები. ისინი შესაბამისი ორგანოებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, მეჯინისწყლის სანაპიროზე ჯებირია ასამაღლებელი, წინაააღმდეგ შემთხვევაში სტიქია კვლავ გამეორდება.

როგორც გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში აცხადებენ, გასულ ღამეს სულ 60-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

„მეხანძრე-მაშველებმა ყველა გამოძახებაზე დროული რეაგირება მოახდინეს. შემთხვევის ადგილებზე მობილიზებული იყო როგორც მაშველთა, ასევე პოლიციის ჯგუფები. მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ტერიტორიებიდან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მოქალაქეების გამოყვანა. ევაკუაციის პროცესში, სხვა საჭირო ტექნიკასთან ერთად, ჩართული იყო სამაშველო ნავი“, – აღნიშნულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.

ყველა ახალი ამბავი
0