ავარია ქარელში: არიან დაშავებულები

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Rustai2.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ტრაგედია გორთან: ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მოერე ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0