ქუთაისში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა კრიტიკულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის წინ დასაქმდა, ამჟამად ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ქუთაისში მშენებარე კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, იუწყებიან ქართული საინფორმაციო საშუალებები.

შემთხვევა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გუშინ მოხდა. დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, ის მშენებლობაზე ერთი კვირის წინ დასაქმდა.

დაშავებული ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორის ირაკლი გოგინავას განცხადებით, დაშავებულს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა.

„მამაკაცი შემოიყვანეს პოლიტრავმით, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, ღვიძლი. აღენიშნებოდა ბარძაყის, წვივის, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი. იმყოფება მართვით სუნთქვაზე", – განაცხადა გოგინავამ.

სამშენებლო კომპანიის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის ცოტნე ბარბაქაძის თქმით, ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და ფაქტი დაუდევრობას უკავშირდება, რადგან დაშავებული იმ ტიპის სამუშაოებს ასრულებდა, რაც დავალებული არ ჰქონდა, ასევე არ ეკეთა უსაფრთხოების ქამარი.

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „თ მ" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ასრულებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0