შსს სამთავრობო და სხვა ვებ-გვერდებზე კიბერ-შეტევას იძიებს

© photo: Sputnik / The First Channel შსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა საერთო სასამართლოების, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის საკრებულოსა და სხვა ოფიციალური უწყებების ვებ-გვერდებზე.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ასევე სამთავრობო და სხვა ვებ-გვერდებზე მომხდარი კიბერ-შეტევის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის გვერდი დაჰაკეს და იქ მიხეილ სააკაშვილის ფოტო დატოვეს

დღეს ბევრ სამთავრობო და კერძო სტრუქტურის ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა მოხდა – ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად ჰაკერებმა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით I'll be Back („მე დავბრუნდები").

როგორც ინტერნეტ-გამოცემა Netgazeti კომპანია Pro-Service-ზე დაყრდნობით იუწყება, ბოლო მონაცემებით, კიბერშეტევა 2 ათასამდე ვებ-გვერდზე განხორციელდა. გარდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა, ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდნენ საერთო სასამართლოების, აჭარის უმაღლესი საბჭოს, ბათუმის საკრებულოს ვებ-გვერდები. გატეხილია ქედის მერიისა და საკრებულოს, ასევე სახანძრო დეპარტამენტის საიტები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0