პოლიციამ თბილისში 1557 აბი „ექსტაზი" ამოიღო

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს.

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორივე დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მათგანი დიღომში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზის" 1260 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ხოლო რაც შეეხება მეორე დაკავებულს, მისი პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 297 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი".

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0